ახალი ამბები
ზუგდიდში, სანიაღვრე არხში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე, სანიაღვრე არხში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი ერთ - ერთმა ადგილობრივმა დღეს დილით აღმოაჩინა, რის შემდეგადაც პოლიცია გამოიძახა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ერთ - ერთი ვერსიით მამაკაცი არაფხიზელ მდგომარერობაში იმყოფებოდა და მომხდარი უბედურ შემთხვევას უკავშირდება.

Print