ახალი ამბები
აშშ-ს ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი  და საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდნენ. 

შეხვედრის მონაწილეებმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, პროკურორებმა აშშ-ის ელჩს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის განვითარების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

კელი დეგნანმა ​საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა და პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
Print