ახალი ამბები
26 მაისის ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთში - განრიგი
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტბით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 3 ქალაქში, ზუგდიდში, ფოთსა და მესტიაში გაიმართება. რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისს დაგეგმილია როგორც შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ასევე, სხვადასხვა გამოფენა და კონცერტი.

ზუგდიდი:

ღონისძიების ადგილი: ცენტრალური ბულვარი, პროგრამის დასაწყისი: 14:00;

• 14:00-20:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

• 14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, მასტერკლასები, საპნის ბუშტების შოუ, სახის მოხატვა

• 14:00-17:00 - მეგრული სამზარეულო შეფ მზარეულ ლუკა ნაჭყებიასთან ერთად და კულინარიული კონკურსები

• 14:00-17:00 - კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა

• 14:00-18:00 - თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა

• 17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა

• 17:30 - ანი კეკუა, სოფო ბედია, თიკა მახალდიანი, ელენე ფოჩხუა, ჯგუფი "რეზო და ბავშვები"

ფოთი:

ღონისძიების ადგილი: ცენტრალური მოედანი, პროგრამის დასაწყისი: 14:00;

• 14:00-19:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

• 14:00-19:00 - საბავშვო სივრცე: შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, თამაშები, მასტერკლასები

• 14:00-18:00 - თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა

• 15:00-17:00 - ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი

• 14:00-16:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი: ხალხურ საკრავთა ანსამბლი, ვოკალური ანსამბლი "ფაზისი", ანსამბლი "თაობა", საესტრადო სტუდია "ანა-ბანა", ფოთის სალოტბარო სკოლა, ანსამბლი "იაგუნდი", სტუდია ენკი-ბენკი, ანსამბლი "არგონავტები", ანსამბლი "ლაზიკა", ანსამბლი "როკვა", ანსამბლი "თეთრი თოლია", ქორეოგრაფიული ანსამბლი "ორტანი"

• 17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა

• 17:30 - ქალაქ თბილისის მერიის ბიგ-ბენდი

მესტია:

ღონისძიების ადგილი: სეტის მოედანი, პროგრამის დასაწყისი: 14:00;

• 14:00-20:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

• 14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: სხვადასხვა მასტერკლასი, სახის მოხატვა

• 14:00-18:00 - თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა

• 14:30-16:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი: ანსამბლი "რიჰო", ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბანგურიანი", ანსამბლი "ნენსკრა", მესტიის სალოტბარო სკოლა, ეცერის ბავშვთა ანსამბლი, ბეჩოს კულტურის სახლი

• 16:00-17:00 - DJ surguladze

• 17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა

• 17:30 - ჯგუფი "ურსა", ჯგუფი "ბანდეროლი", DJ surguladze


Print