ახალი ამბები
სოხუმის "სავაჭრო პალატის" წარმომადგენლები ბურსაში ჩავიდნენ
თურქეთში "სამუშაო" ვიზიტით მყოფი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სავაჭრო-სამეწარმეო პალატის" პრეზიდენტი თამილა მირცხულავა ქალაქ ბურსას სავაჭრო-სამეწარმეო პალატის ხელმძღვანელს ხაკან ბათმაზს შეხვდა.

"აფსნიპრესის" თანახმად, მხარეებმა "თანამშრომლობის, ექსპორტ-იმპორტის პოტენციალის, ასევე გამოცდილების შესაძლო გაცვლის საკითხები განიხილეს".

"ჩვენი თანამშრომლობის გეოგრაფია ფართოვდება და აფხაზი მეწარმეებს თურქ კოლეგებთან გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების იმედი აქვს", - აღნიშნა მერცხულავამ. მისივე თქმით, "თურქეთში დიდი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს, მათ შორის ბურსაში, რომლის მხარდაჭერასაც გრძნობენ".

გამოცემა წერს, რომ "მხარეებმა" ხელი მოაწერეს "ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს". 
Print