რეგიონი
ზუგდიდის სასამართლოში გამნაღმველებმა და კინოლოგებმა მუშაობა დაასრულეს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამნაღმველებმა და კინოლოგებმა მუშაობა დაასრულეს. მათ ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს. აქ ისინი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს ყველა სასამართლო შენობაში შევიდა შეტყობინება ნაღმის არსებობის შესახებ. სწორედ ამის შემდეგ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოვიდნენ საგამოძიებო და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, თუმცა, მათ შენობა ერთსაათიანი მუშაობის შემდეგ დატოვეს.

ახლა შენობაში უკვე შევიდნენ მოსამართლეები და თანამშრომლები, რომელთა ევაკუაცია, დაახლოებით, ორი საათის წინ განხორციელდა. სავარაუდოდ, შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამნაღმველებმა და კინოლოგებმა მუშაობა დაასრულეს. მათ ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს. აქ ისინი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს ყველა სასამართლო შენობაში შევიდა შეტყობინება ნაღმის არსებობის შესახებ. სწორედ ამის შემდეგ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოვიდნენ საგამოძიებო და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, თუმცა, მათ შენობა ერთსაათიანი მუშაობის შემდეგ დატოვეს.

ახლა შენობაში უკვე შევიდნენ მოსამართლეები და თანამშრომლები, რომელთა ევაკუაცია, დაახლოებით, ორი საათის წინ განხორციელდა. სავარაუდოდ, შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სასამართლო დაკეტილია - შენობაში ნაღმთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ
Print