ახალი ამბები
წალენჯიხაში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სამი ადამიანია დაკავებული
წალენჯიხაში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო პოლიციამ სამი პირი დააკავა. შემთხვევა წალენჯიხის ცენტრში წუხელ მოხდა.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს პოლიციამ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა ისინი მათ არ დაემორჩილნენ.

სწორედ ამის შემდეგ სამართალდამცავებმა რამდენიმე მათგანი დააკავეს.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 153-ე მუხლით დაიწყო.



Print