ახალი ამბები
ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მგზავრებს ბილეთის საფასურს აუნაზღაურებენ
ზუგდიდი - თბილისის მატარებლის მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაუდებათ - ამის შესახებ განცხადება "საქართველოს რკინიგზამ" გაავრცელა.

ამავე ინფორმაციით, მგზავრობა, წუხელ ღამით, ხარაგაულის მონაკვეთზე უამინდობის გამო შეფერხდა. 

წუხელ რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებდნენ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა, რის გამოც, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლები ვერ მოძრაობდა.

Print