ახალი ამბები
დაკავებულ მამაკაცს ბრალი არასწრულწლოვნის გაუპატიურებისთვის წარედგინა
ზუგდიდში ორი დღის წინ დაკავებულ მამაკაცს, რომელსაც ბრალი არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ედებოდა, მუხლის გადაკვალიფიცირების შემდეგ, ბრალი წარედგინა არასწრულწლოვნის გაუპატიურებისთვის და მის წინააღმდეგ ახლა გამოძიება 137 მუხლის, მე- 4 ნაწილით მიმდინარეობს.

სამხარეოს პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ბრალი ცოტა ხნის წინ გააცნეს. მისი უფლებადამცველი კი ამბობს, რომ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს.

აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ამავე თემაზე:

არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

სკოლის დირექტორი: გოგონა, რომელზეც სექსუალურად იძალადეს, სპეციალური საჭიროების მქონეა

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

ზუგდიდში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის შუახნის მამაკაცი დააკავეს




Print