ახალი ამბები
ზუგდიდში გამოცდის პირველ სესიაზე 45 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში ქართული ენა-ლიტერატურის ტესტირებაზე 45 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. როგორც საგამოცდო ცენტრში რადიო "ათინათს" უთხრეს, დარეგისტრირებული 373 პირიდან გამოცდაზე 328 მივიდა. ამავე ინფორმაციით, არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევა.

"ჩვენ ყველანაირად ვართ მზად და გამოცდები მიმდინარეობს მშვიდად", - ამბობენ ცენტრის კოორდინატორები.

გამოცდის პირველი სესია 9 საათზე დაიწყო, მანამდე აბიტურიენტებმა რეგისტრაცია დილის 8 საათიდან დაიწყეს. მეორე სესიისთვის სარეგისტრაციო პროცედურები დღის 2 საათზე, გამოცდის წერა კი დღის სამ საათზე დაიწყება.
Print