რეგიონი
ზუგდიდში დღეს ინგლისური ენის გამოცდაზე 29 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში გამოცდები დღეს ინგლისური ენის ტესტირებით გრძელდება.

როგორც საგამოცდო ცენტრში რადიო "ათინათს" უთხრეს, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

,,მიუხედავად  დღევანდელი წვიმიანი ამინდისა, დაგვიანება არ ყოფილა, ორივე სესია დროულად დაიწყო. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 319 პირიდან გამოცდაზე გამოცხადდა 304, მეორე სესიაზე კი 317 აბიტურიენტიდან 303 მოვიდა’’, - გვითხრა ცენტრის კოორდინატორმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენა-ლიტერატურის ტესტირებით დაიწყო. მათემატიკაში გამოცდა 7 ივლისს, სხვადასხვა უცხო ენაში კი - 10, 11 და 12 ივლისს არის ჩანიშნული.

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდები 26 ივლისს დასრულდება.

ამავე თემაზე:

საგამოცდო ცენტრები მზადაა, წელს აღარ მოქმედებს კოვიდ რეგულაციები, - სოფო გორგოძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ზუგდიდში გამოცდის პირველ სესიაზე 45 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ზუგდიდში გამოცდის მეორე სესიაზე 50 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

Print