ახალი ამბები
გამარჯვება მარტვილში - სააკაშვილი პოსტს აქვეყნებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"ჩვენებს გამარჯვება და წარმატება ხვალ მარტვილში. არცერთი ნაბიჯი უკან",- წერს სააკაშვილი.

სავარაუდოდ, მისი პოსტი "ენმ"- ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრას ეხება.

ოპოზიციონერი დეპუტატი საპენსიო რეფორმის ფარგლებში მარტვილში ადგილობრივებს დღეს უნდა შეხვდეს.




Print