რეგიონი
ზუგდიდში "მუსიკალური საღამოები" მიმდინარეობს (ფოტო)
ზუგდიდში დადიანების სასახლის მიმდებარედ "მუსიკალური საღამოები" მიმდინარეობს.
სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები 19 საათზე დაიწყო.

ასევე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

საღამო 22 საათზე "ღამის შოუს ბენდის" კონცერტით დასრულდება.

მუსიკალური საღამოები, რომლებიც მთავრობის ორგანიზებით იმართება, უკვე ჩატარდა ხობში, ჩხოროწყუსა და ფოთში.

ამავე თემაზე:

ზუგდიდსა და მარტვილში "მუსიკალური საღამოები" დაიგეგმა

Print