ახალი ამბები
დააკავეს გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის საქმეზე ეჭვმიტანილი მამაკაცი
ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს გალელი ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილი. რადიო "თინათის" წყაროს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს კავშირს ნათია ბახტაძის გატაცებასთან, თუმცა მის ადგილსამყოფელს არ ასახელებს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

მანამდე არაერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ამ ინფორმაციას ოჯახის წევრები არ ადასტურებენ, რაზეც წერენ სოციალურ ქსელში. 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური უწყებები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ მომხდართან დაკავშირებით.

28 წლის ნათია ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი და დახმარება სთხოვა აფხაზ ლიდერს ასლან ბჟანიას, დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენს ანას ქიშმარიას, ე.წ. პარლამენტის დეპუტატს ტიმურ შერგელიას და მოქალაქეებს. 

1 აგვისტოს ანას ქიშმარია ნათია ბახტაძის დედას შეხვდა. აფხაზმა უფლებადამცველმა განაცხადა, რომ ის კავშირშია "სამართალდამცავი ორგანოების" ხელმძღვანელობასთან, რომელმაც "ნათიას მოსაძებნად გამოიყენა მათ ხელთ არსებული ყველა ძალა და საშუალება".


ამავე თემაზე:  

"არიან ეჭვმიტანილები" - გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის დედა დახმარებას ითხოვს

გალში ახალგაზრდა ქალს ეძებენ
Print