ახალი ამბები
"არიან ეჭვმიტანილები" - გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის დედა დახმარებას ითხოვს
ოკუპირებულ აფხაზეთში 28 ივლისს გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დახმარების თხოვნით მიმართავს აფხაზ ლიდერს ასლან ბჟანიას, დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენს ანას ქიშმარიას, ე.წ. დეპუტატს ტიმურ შერგელიას და მოქალაქეებს. 

"არიან ეჭვმიტანილები", - წერს იამზე აგუმავა.


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ოფიციალური" უწყებები ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

გალში მეხუთე დღეა 28 წლის ნათია ბახტაძეს ეძებენ. ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ამავე ცნობით, ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებს, ბოლოს 28 ივლისს, დაახლოებით, 17 საათზე დაუკავშირდა, მას შემდეგ კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და ხაზზე არ გამოსულა.

ახლობლები დახმარებას ითხოვენ და ახალგაზრდა ქალის ფოტოს და მობილურის საკონტაქტო ნომერს  ავრცელებენ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.