რეგიონი
ზუგდიდში ორი ავტოსადგურის მძღოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ზუგდიდში, ცენტრალური ავტოსადგურისა და სავაჭრო ცენტრ “ალიანსის” მიმდებარედ მოწყობილი სადგურის მძღოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

ცენტრალური სადგურის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები მეორე სადგურის გახსნას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სადგურების მოწყობა მათ მუშაობაში ხელს უშლის, შემცირებულია მგზავრთა ნაკადიც და თანხა საწვავზეც არ ჰყოფნით. ამასთან, განმარტავენ, რომ ცენტრალური ავტოსადგური სტანდარტებს შეესაბამება.

თავის მხრივ, შპს “ექსპრეს 77”-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან და “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან” აქვთ და ფუნქციონირება 15 ივლისიდან დაიწყეს. მგზავრობის ფასი იდენტურია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Print