ახალი ამბები
რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო დადიანების სასახლეში გამოფენის გახსნა გადაიდო
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო დადიანების სასახლემ გააუქმა 5 აგვისტოს მუზეუმში დაგეგმილი გამოფენის გახსნა.

მუზეუმის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 6 აგვისტოს, 10:00 საათიდან გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, სრულიად უფასოდ. მათივე ცნობით, 8 აგვისტოდან მუზეუმი სტანდარტულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემით, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 31-ს კი ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო ვერტმფრენით 210 ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

ფოტო: მთის ამბები


ამავე თემაზე:

სამეგრელოდან რაჭაში სტიქიის ზონაში 10 მაშველი მუშაობს
Print