ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, მესტიაში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის 8 პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებულებს შორისაა მესტიაში მცხოვრები 45 წლის მამაკაცი.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 4 ვაზნა“, - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ამავე ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print