ახალი ამბები
ედიშერ თოლორაია მის არადეკლალირებულ ქონებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას უარყოფს
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი ედიშერ თოლორაია სოციალური ქსელით გამოეხმაურა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციას მისი არადეკლარირებული ქონებისა და კომპანიების შესახებ. თოლორაია წერს, რომ TI-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა არასწორია.

"მინდა გამოვეხმაურო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს, ჩემი მეუღლე მაკა ღურწკაია ფლობს შპს „კერა 2011“-ის 100%-იან წილს და დედაჩემი ლამარა გორდულავა შპს „ევროლუქსი 2011“-ის 100%-იან წილის მფლობლია. აღნიშნულ შპს-ს 2011 წელს აქვს საქმიანობა შეწყვეტილი, ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურში", - განმარტავს ზუგდიდელი დეპუტატი. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ედიშერ თოლორაიამ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მისი და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება და სამეწარმეო საქმიანობა.
Print