რეგიონი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა, მაათგან 36 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად,  ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავა, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები.

უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა პვპ“, „ლირიკა“, „კეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „LSD“, „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.


Print