ახალი ამბები
2023 წლის მეორე კვარტალში სამეგრელო-ზემო სვანეთში საშუალო ხელფასი 1200 ლარზე მეტია - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი 1219, 7 ლარია. ამ მაჩვენებლით, რეგიონი ქვეყანაში მეხუთე ადგილზეა.

საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1 პროცენტით (263.2 ლარით) გაიზარდა და 1 804.5 ლარი შეადგინა.

Print