ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში მოძრაობა შეზღუდულია
ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. ამ დროისთვის გადაკეტილია ზვიად გამსახურდიას გამზირის ნაწილი, ასევე, რუსთაველის ქუჩაზე ფოსტის მიმდებარე ტერიტორია.

მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა, რომელიც "ზუგდიდობა 2023"-ის აღსანიშნად მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება, უახლოეს საათებში მოიხსნება.

ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
Print