ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში სამეგრელო-ზემო სვანეთში - სინოპტიკოსების პროგნოზი
მომდევნო დღეებში სამეგრელო-ზემო სვანეთში თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 24 სექტემბერს, კი, შესაძლოა, იწვიმოს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.

ამაზე პროგნოზით, ანაკლიასა და ფოთში 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდსა და მარტვილშიც ასეთივე ამინდს ელოდებიან, 24 სექტემბერს კი ხანმოკლე წვიმასთან ერთად აღმოსავლეთის ქარი იქროლებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ასეთივე ამინდის ფონზე ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსს მიაღწევს.




Print