ახალი ამბები
ზუგდიდსა და მარტვილში “ღვინის დღეები” გაიმართება
ზუგდიდი და მარტვილი ოქტომბერში “ღვინის დღეებს” უმასპინძლებს. ღონისძიება მარტვილში - 12, ზუგდიდში კი 15 ოქტომბერს ჩატარდება.

ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის ადგილობრივი მეღვინეების პროდუქციის გამოფენა, დეგუსტაცია და გაყიდვა.

წელს “ღვინის დღეები” 23 ქალაქში გაიმართება. ფესტივალს 25-მა ქალაქმა შარშან პირველად უმასპინძლა.
Print