ახალი ამბები
რუსეთიდან საწვავის გატანის აკრძალვა აფხაზეთს არ შეეხება - სოხუმი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნიდან ბენზინისა და დიზელის ექსპორტის დროებით აკრძალვის შესახებ, სოხუმზე გავლენას არ მოახდენს.

„რეალურად აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი ემყარება აფხაზეთის და რუსეთის მთავრობებს შორის პროდუქტით ვაჭრობის შესახებ 2012 წლის 28 მაისის ხელშეკრულებას. ამგვარად, ნავთობპროდუქტების მიწოდება დაემყარება ადრე მიღწეულ შეთანხმებას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ე.წ. ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„აფსნიპრესის" თანახმად, კომპანია „აზიდმა" გამოცემას შეატყობინა, რომ ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების შეტანის მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

აღნიშნული განცხადებების მიუხედავად, სოხუმში, ავტოგასამართ სადგურებზე რიგებია.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობამ, რუსეთმა საწვავის "ექსპორტი" ოკუპირებული რეგიონებშიც აკრძალა.



ამავე თემაზე: რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთში საწვავის "ექსპორტი" აკრძალა

Print