ახალი ამბები
პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაგვაკავეს - აქციის მონაწილე (ფოტო)
ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე დღეს გამართული აქციის მონაწილე დათა აქუბარდია ამბობს, რომ ის და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ორივე მათგანი პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მანქანაში ჩასვა და გაიყვანა, როცა პროტესტანტები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

"ხელწერილით გამოგვიშვეს, ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლი წარგვიდგინეს ბრალდებად. რამდენიმე საათი ვიყავით პოლიციაში", - უთხრა რადიო "ათინათს" აქუბარდიამ.

აღნიშნული მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად სამართალდამცავის, სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა, რომელიც ჯვარში გამართული აქციის მონაწილეებს შეხვდა, დაპირდა მათ, რომ მერია საკრებულოს პროექტს ხელახლა გადაუგზავნის და პირადად ეცდება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.

Print