ახალი ამბები
სამეგრელოში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ოთხი ვეტერანი ცხოვრობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის ვეტერანთა საზოგადოების თავმჯდომარის ინფორმაციით, რეგიონში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ოთხი ვეტერანი ცხოვრობს, მათ შორის ერთი - ზუგდიდში.

დღეს ქვეყანაში ვეტერანთა დღე აღინიშნება.  1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში მათი დღის დაწესების საფუძველი გახდა. 
Print