ახალი ამბები
ნიკა მელია ზუგდიდში მხარდამჭერებს შეხვდება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ზუგდიდში საკუთარ მხარდამჭერებს კვირას, 5 ნოემბერს შეხვდება. მან შეკრების შესახებ სოციალურ ქსელში დაანონსა და თანამოაზრეებს დაგეგმილ სივრცეში, ერთ-ერთი რესტორნის დარბაზში სტუმრობისკენ მოუწოდა.

"ვისაც გვჯერა ცვლილების და უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინც ვიცით, რომ ეს ცვლილება ჩვენი ძალისხმევის გარეშე არ მოვა, ვიკრიბებით 5 ნოემბერს, კვირას, 14.00 საათზე, ზუგდიდში.

რეჟიმი ზღუდავს მუნიციპალურ სივრცეებს მათთვის, ვისაც გვაქვს მათი საწინააღმდეგო აზრი და გვსურს ჩვენი თავისუფალი სიტყვის გაზიარება თანამოაზრეებთან, ამ დროს ალტ-ინფო თავისუფლად ქირაობს თეატრის დარბაზებს.

ოლიგარქს ჰგონია მუნიციპალური სივრცეების შეზღუდვით, თავისუფალ აზრს გააქრობს. არაუშავს, ჯერ შევიკრიბებით რესტორნებში, არასარესტორნო დანიშნულებით, შემდეგ კი სწორი მიზეზიც მოგვეცემა", წერს მელია.

მანდ მსგავსი შეხვედრა ქუთაისში უკვე გამართა.
Print