ახალი ამბები
წესით, აფხაზეთს არ დავეხმარებით - დავით ნარმანია
აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური, - განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ეხებოდა.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთი ენერგიას რუსეთიდან იღებს. ერთადერთი ვალდებულება, რაც 1990-იანი წლებიდან მოდის ეს არის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-60-ზე პროპორციით გაყოფა, რაც ხორციელდება, სხვა რაიმე ვალდებულება ქართულ მხარეს ამ ნაწილში არ აქვს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ნარმანიას განმარტებით, არანაირი ვალდებულება არ არსებობს უშუქოდ დარჩენილი ოკუპირებული აფხაზეთის დავალიანების გადასახდელად.

"სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. წესით, არა [არ დავეხმარებით]", - თქვა მან.


ამავე თემაზე:

სოხუმი რუსული ელექტროენერგიისთვის 650 ათას დოლარს გამოყოფს

აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო - "ჩერნომორენერგო"

რუსეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე, - "ჩერნომორენერგო"

ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის 40/60-ზე პროპორციით განაწილდება - გია ხუბუა
Print