ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ფოთში, საკუთარ სახლში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული 31 წლის მებრძოლი ნიკა გელენიძე, ცოტა ხნის წინ, ფოთში ჩამოასვენეს, სადაც ახლა მისი ოჯახი ცხოვრობს. 
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი 16 ნოემბერს, ბახმუტის ფრონტზე დაბომბვას ემსხვერპლა.

აფხაზეთიდან დევნილი გელენიძე მიმდინარე წლის 5 სექტემბერს წავიდა უკრაინაში. ახლობლების თქმით, ნიკას გადაწყვეტილების შესახებ ოჯახმა არაფერი იცოდა.

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებში 50- ზე მეტი ქართველი მოხალისე დაიღუპა. მათ შორის რამდენიმე მებრძოლის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.



Print