ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს წევრების ნაწილი ენმ-დან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილი პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვს. საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის 14-მა წევრმა და აპარატის 3-მა თანამშრომელმა შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნეს. მიმართვას ხელს აწერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - თავმჯდომარეც.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია.

მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით", - აღნიშნავენ ენმ-ს წევრები.

ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც შიდაპარტიულ არჩევნებში ნიკა მელიას უჭერდნენ მხარს.






Print