ახალი ამბები
აფხაზეთის პოლიგონებზე ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ წვრთნები ჩაატარა - სოხუმი
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის „თავდაცვის სამინისტროს“ პოლიგონებზე „შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისთვის“ წვრთნები გაიმართა.
ინფორმაციას „აფსადგილ ინფო“ ავრცელებს.

“სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ტექნიკური და სპეციალური სადაზვერვო აღჭურვილობის საბრძოლო გამოყენების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და თავდაცვითი ბრძოლის დროს ცეცხლის მართვის უნარები’, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, ტაქტიკურ- სპეციალური სწავლება „2024 წლის საწვრთნელი გეგმის შესაბამისად“, 11- დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა.



Print