ახალი ამბები
2025 წლის ბოლოსთვის, საცხოვრებლით 60 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება - აზარაშვილი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის საცხოვრებლით, საერთო ჯამში, 60 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. 

აზარაშვილმა ისაუბრა მშენებლობებზეც, რომლებიც საქართველოს 5 ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარეობს.  მისი თქმით, პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 900 მილიონი ლარია და 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ფართებს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. აქედან, 6 000 "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში განსახლდება, 7 000 ოჯახს კი ახლად აშენებული ბინები გადაეცემა.

"ჩვენი მიზანია, აფხაზეთში დაბრუნებამდე, დევნილ ოჯახებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


Print