ახალი ამბები
თამარ ბელქანია IDFI - ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია უარყოფს IDF -ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც მითითებულია, რომ 2020-2022 წლებში მან და მისმა ოჯახმა, ჯამურად, 95 000 ლარის საჩუქარი მიიღო.

"ეს არის მტკნარი სიცრუე, რომელსაც ვერაფრით ვერ დაადასტურებთ და ამიტომ, თუ ეს ვერ დადასტურდება, მე ვითხოვ ოფიციალური ბოდიშის მოხდას, არა მხოლოდ იმ ორგანიზაციისგან, რომელიც არის პირველი წყარო, არამედ მათგანაც, ვინც თავის დროზე შეიყვანა შეცდომაში პირველწყარომ. მგონია, რომ ასეთი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს, 95 000 ანგარიშზე მე არ მქონია, ერთადერთი მაქვს სახლის ფული, ეს არის 56 000 ლარი, რომელიც დევს აგერ უკვე 10 წელია ანგარიშზე", - ამბობს ბელქანია.

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია. ჩამონათვალში სამეგრელოდან ფოთის, ჩხოროწყუს, მარტვილის, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები მოხვდა.


ფოტო:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ამავე თემაზე:

2020-2022 წლებში სამეგრელოს მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებმა 1 044 729 ლარის საჩუქარი მიიღეს - IDFI



Print