რეგიონი
ზუგდიდში ხვალ საშობაო ალილო გაიმართება
ზუგდიდში ხვალ, 7 იანვარს ტრადიციული საშობაო ,,ალილო'' 12:00 საათზე ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდება.

როგორც რადიო ,,ათინათს'' მამა იოანე აკობიამ უთხრა, მსვლელობას სამღვდელოებასთან ერთად გზადაგზა მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდებიან, ასევე სპეციალურად მოწყობილ ურემზე ძღვენი დალაგდება, რომელსაც ტრადიციულად სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ და შობა - ახალ წელს მიულოცავენ.

მსვლელობის დასრულების შემდეგ საზეიმო პარაკლისს გადაიხდიან სასულიერო პირები.

საქართველოში „ალილოს“ ტრადიცია 2001 წელს აღდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორის კურთხევით.



Print