ახალი ამბები
ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა
ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრიდან სამღვდელოებასა და მრევლთან ერთად მეალილოებმა მსვლელობა დაიწყეს და ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაასრულეს.

მათ გალობითა და მსვლელობით ქალაქის ცენტრი, ბულვარის მიმდებარე ტერიტორია მოიარეს. გზადაგზა ალილოს მონაწილეებს ხვდებოდნენ ადამიანები, რომელთაც მათ საჩუქრები დაურიგეს, მათ შორის სანოვაგე გადასცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღვთისმშობლის შობის ტაძარში მეალილოეებს მეუფე გერასიმე დახვდა, რომელმაც მრევლს კიდევ ერთხელ მიულოცა შობის დღესასწაული და სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა.

Print