ახალი ამბები
ჯვარში ყოფილი ჩაის ფაბრიკას ცეცხლი გაუჩნდა
ჯვარში, ოჭანეს უბანში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობას ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი კი გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლსაც მოედო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის ეკა ბელქანიას თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე ინფორმაციით, დაზარალებულები დროებით მეზობლის სახლში აფარებენ თავს.

ჯვარის მერის რწმუნებულის პაატა წურწუმიას ცნობით, შენობაში ორი ოჯახი ცხოვრობდა, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი. მან ასევე აღნიშნა, რომ მერია დაეხმარება დაზარალებულ ოჯახებს.

ცეცხლის ლოკალიზებას ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცდილობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
Print