ახალი ამბები
ნაკიფუში უკრაინის დროშა დაწვეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ადმინისტრაციული შენობის წინ გამოფენილი უკრაინის დროშა დაწვეს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები კი ჩამოხსნეს და დააზიანეს. თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ნაკიფუს მერის წარმომადგენელმა ხვიჩა ლუკავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ვანდალიზმის სავარაუდო ფაქტი გუშინ მოხდა.

"უკრაინის დროშას წაუკიდეს ცეცხლი, დახიეს და ფეხებით შედგნენ, სხვა დროშები კი ჩამოგლეჯილი იყო და ქვევით ეგდო", - აღნიშნა მან.

ლუკავას თქმით, მათ უკვე მიმართეს პოლიციას და იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე. სოფლის წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებენ, ვის ან რა მიზნით შეიძლებოდა დაეზიანებინა დროშები.

Print