ახალი ამბები
ზუგდიდის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში სტაციონარული განყოფილება დაიხურა
ზუგდიდის რეგიონულ ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში 1 იანვრიდან დაიხურა სტაციონარული განყოფილება.

ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კლინიკის დირექტორმა ზაზა დგებუაძემ უთხრა. მისი თქმით, რეორგანიზაციის შედეგად შემცირებაში მოჰყვა 15 თანამშრომელი.

„ბოლო სამი წელია ავადმყოფთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და დატვირთვა იყო სულ რაღაც სამი ან ოთხი ავადმყოფით. ამის გამო, სახელმწიფომ შეწყვიტა ამ პაციენტების მკურნალობა და გადაწყვიტა კონსოლიდირება მოახდინოს თბილისის მასშტაბით არსებულ დაწესებულებებში. სამწუხაროდ, პერსონალი მუშობდა ერთადერთი - ტუბერკულიოზის სახელმწიფო პროგრამით და სხვა პროფილით ვერ გააგრძელებს ეს სტაციონარი მუშაობას“, - აღნიშნა მან.

ტუბდისპანსერის ამბულატორიული განყოფილება მუშაობას განაგრძობს.


Print