ახალი ამბები
ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
23 იანვარს თბილისში, გამოსახლების საქმეზე დაკავებულ ზუგდიდელ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართება ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან.

შეკრება, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 28 იანვარს, კვირას, სამ საათზეა დაგეგმილი.

აქციის ორგანიზატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, შეწყდეს გამოსახლებები და გათავისუფლდნენ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა.

„მოძრაობა „ხმის“ წევრები 23 იანვარს კეკელიძეზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, პროკურატურამ ბრალი მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. საუბარია აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის ფანჯრის ჩამტვრევის ფაქტზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

Print