ახალი ამბები
აბაშაში ძლიერი ქარის შედეგად ელექტრობოძები და ხეები დაზიანდა
აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, რის გამოც ელექტროენერგია მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა. მოგლეჯილი ხეებისგან ჩაიხერგა გზები. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ ადგილობრივი მერიის პრესამსახურმა დაუდასტურა.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილები ამ ეტაბზე გაწმენდილია.

როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისთვის სრულიად აღდგენილია.
Print