ზუგდიდი - თბილისის და თბილისი - ფოთის მატარებლები მოლითში მეწყრის გამო უკან ბრუნდებიან
ზუგდიდი - თბილისი და თბილისი - ფოთის მიმართულებით მოძრავი მატარებლები, ხარაგაულის სოფელ მოლითში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, მოძრაობას ვერ გააგრძელებენ.
" საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.
"აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე," - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება თბილისი - ზუგდიდისა და ფოთი - თბილისის რეისებიც.
გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
მასალის გამოყენების პირობები