ახალი ამბები
ასლან ბჟანია სერგეი ლავროვს შეხვდა
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა და დიპლომატის დღე მიულოცა.
ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ბჟანიამ და ლავროვმა "აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარების" საკითხები განიხილეს.

ბჟანია ასევე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს, ვიცე-პრემიერს ალექსანდრე ნოვაკს, უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს, ეკონომიკური განვითარების მინისტრს მაქსიმ რეშეტნიკოვს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელა პამფილოვას და ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელს დანიილ ეგოროვს.

„შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ სფეროში, რაზეც სისტემატური ორმხრივი მუშაობა მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთი დღით ადრე, ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში შეიტანა „კანონპროექტი“ „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“.


Print