ახალი ამბები
ზუგდიდში ჯოხარ დუდაევის ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ეროვნული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ და ჩეჩნეთის (იჩქერიის) პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ხსოვნას პატივი მიაგეს. დღეს მისი დაბადებიდან 80 წელი გავიდა.

"სიმბოლურად აღვნიშნავთ ამ დღეს, იმდენი რამე გააკეთა საქართველოთვის. ის იყო კავკასიის უდიდეს შვილთაგანი. როცა საქართველოს კანონიერი ხელისუფლება დაამხეს, მტკიცე პოზიცია დაიჭირა და დაანახა ყველას, რომ გაჭირვებაში ჩვენ ერთმანეთს არ ვტოვებთ", - თქვა დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელმა და ჩეჩნეთში მაშინდელმა ელჩმა სოსო თორიამ.

ეროვნული მოძრაობის წევრები დუდაევის ფოტოებითა და საქართველოსა და ჩეჩნეთის დროშებით ამ ადგილზე, მისი გარდაცვალების დღესაც, წლებია, იკრიბებიან.





Print