ახალი ამბები
ზუგდიდის 24 სკოლაში დირექტორებს ახალი წესით აირჩევენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დირექტორებს  შეცვლილი წესის მიხედვით 24 სკოლაში აირჩევენ. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა.

მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ სკოლებში რჩებიან დირექტორების მოვალეობის შემსრულებლები.

გასულ, 2023 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51-დან 29 სკოლაში სამეურვეო საბჭოებს დირექტორები უნდა აერჩიათ, თუმცა ისინი 27 საგანმანათლებლო დაწესებულებაში აირჩიეს. ყველგან თითო კანდიდატი იყო წარდგენილი.

რაც შეება ცვლილებებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უქმდება სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.

ასევე, მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ტესტირების გავლის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობა ხდება უფასო.

დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 19 თებერვალს და 29 თებერვალს დასრულდება.





Print