ახალი ამბები
ზუგდიდში ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით “ქართული ოცნების” რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს ხვდება.

ღარიბაშვილთან ერთად შეკრებაზე იმყოფებიან პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე რეგიონული მდივანი, და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

ზუგდიდის, ⁠მესტიის, ⁠ჩხოროწყუს, ⁠ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთისა და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივთან შეხვედრა კომბინატში, კულტურის სახლში მიმდინარეობს.

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

პირველი შეხვედრა აჭარაში გაიმართა.


Print