ახალი ამბები
2023 წლის მე-4 კვარტალში სამეგრელო ზემო-სვანეთში საშუალო თვიური ხელფასი 1310 ლარი იყო - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო ზემო სვანეთში 2023 წლის IV კვარტალში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1310 ლარი შეადგინა.

ამავე ცნობით, საქართველოში ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით, ანუ 270 ლარით გაიზარდა და 2 044.5 ლარით განისაზღვრა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასებია შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი.
მშენებლობა - 3 062.5 ლარი.
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი.

ამავე სტატისტიკით, 2023 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარი, ხოლო კაცების - 2 463.8 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 340.7 ლარი (16.0%).

Print