ახალი ამბები
ოჩამჩირის სოფელ ჯგერდაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება.
ამავე ცნობით, შემთხვევის შესახებ შეტყობინება მათ 1 აპრილს, 13:14 მიიღეს, თუმცა ადგილზე მისულმა მეხანძრე - მაშველებმა სახლის გადარჩენა ვერ შეძლეს, თუმცა შმეთხვევის შედეგად არავინ დაშევებულა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, ამავე სოფლის მიდამოებში ტყის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძრის შესახებ. 

"საგანგებოს" განმარტებით, ბოლო პერიოდში, ხანძრის კერები ხშირად ჩნდება იმის გამო, რომ აფხაზეთში მოსახლეობა, მიუხედავად გაფრთხილებებისა, საგაზაფხულო - საველე სამუშაოებისთვის ემზადება, ტერიტორიებს ასუფთავებს და შემდეგ მშრალ ბალახს უკიდებს ცეცხლს, რომელიც უკონტროლო გავრცელებას იწყებს.

Print