ახალი ამბები
ზუგდიდში მკვლელობა მოხდა
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლებაში, მკვლელობა მოხდა.

მოკლულია ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან.

მეზობლების ინფორმაციით, ასევე, მძიმე მდგომარეობაშია მისი ქმარი. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. 

Print