ახალი ამბები
„სამშობლო არ იყიდება“ - პლაკატები ზუგდიდის ქუჩებში (ფოტო)
ზუგდიდის ქუჩებში პლაკატები სლოგანით "სამშობლო არ იყიდება" გამოჩნდა.

მათი უმრავლესობა ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, ძირითადად, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებსა და ცენტრალური ბაზრის მიმდებარედაა გაკრული.

პლაკატებზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები არიან გამოსახულები, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონს ეწინააღმდეგებიან. მათი სახეები წითლადაა გადახაზული.

ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეები რადიო "ათინათთან" ამბობენ, რომ პლაკატები მხოლოდ დღეს შეამჩნიეს და ვარაუდობენ, ისინი გვიან საღამოს გააკრეს.

ასეთივე პლაკატები სხვა რეგიონებშიც გააკრეს.
Print