ახალი ამბები
F5 - ფესტივალზე არ ვეპატიჟებით მათ, ვინც ამ კანონის მიღებას რაიმე ფორმით ამართლებს!
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორები "ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგებიან. შესაბამისი პოსტი მათ ფესტივალ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს.


"საქართველოს ადგილი ევროპაშია! არა რუსულ კანონს! F5-ზე არ ვეპატიჟებით მათ, ვინც ამ კანონის მიღებას რაიმე ფორმით ამართლებს!", - ვკითხულობთ პოსტში.

ფესტივალი F5 ზუგდიდში, რამდენიმე წელია, იმართება.


Print